,,დაუდასტურებელი ცნობებით, ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი” – ალექსეი არესტოვიჩი

დაუდასტურებელი ცნობებით, ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა იუთუბარხზე ტრადიციული ინტერვიუს დროს გააკეთა.

„დაუდასტურებელი ცნობებით, ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი. რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ ის დაიკავა. ის, თუ როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთის არმიამ ეს ქალაქი, მიუთითებს, რომ რუსებს ჰყავთ ნიჭიერი მეთაურები, რომლებმაც სწორად დაგეგმეს ოპერაცია. და ეს მიუთითებს რუსეთის არმიის ოპერატიული მართვისა და ტაქტიკური ცოდნის დონის ამაღლებაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

ქალაქი ლიმანი მდინარე სევსრსკი დონეცკის ჩრდილოეთ ნაპირზე უკრაინელების უკანასკნელი პლაცდარმი გახლდათ.