„გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩინეთი უფრო მეტ საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს, ვიდრე რუსეთი“ – ენტონი ბლინკენი

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი წარმოადგენს უშუალო საფრთხეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩინეთი უფრო მეტს საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის შეკრება ჩინეთის შეკავებისა და წინააღმდეგობის მიზნით.

„ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ისევე როგორც აქვს ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური რესურსი, განავითაროს საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ რუსეთს განიხილავს, როგორც ახლანდელ და უშუალო საფრთხეს გლობალური წესრიგისთვის. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, აშშ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უფრო დიდ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს.