ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მეოცე საუკუნე სჭირდა, რა ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტიც და პრემიერიც ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკით მოქმედებენ.

“ბიძინას პრიმიტიული ტაქტიკაა, ერთ მხარეს ღარიბაშვილი ბნელებისთვის და მეორე მხარეს სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის მომხრეებისთვის. რომელიც დამჭირდება, იმას წამოვწევო. ორი ხელით მუშაობს ივანიშვილი ერთი ხელია ბნელი, ჩვენი საზოგადოების არქაული მხარე, აქეთ ვითომ სიმართლე, ვითომ ევროპისკენ.  თან საფრანგეთიდანაა ჩამოსული, ქართული ემიგრაციის ლოგიკური შედეგია, რა ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს ახლა, მაშინდელი სოციალ-დემოკრატების და აქ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან – რას ერჩიანო. ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა. “ვეფხისტყაოსანი” იქ რომ წაიკითხა და უი რა კაი ყოფილაო,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.