ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს – მედია

ჯონსონი ზელენსკის ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ალიანსს სთავაზობს – წერს იტალიური გაზეთი Corriere della sera.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ – წერს გამოცემა.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ დაუფიქსირებია კონკრეტული პოზიცია ჯონსონის წინადადებაზე.

გამოცემის ცნობით, ახალი ალიანსის წევრები უნდა იყვნენ დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა და შესაძლოა შეუერთდეს თურქეთიც.