,,ლავროვი ირწმუნება: „არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს“ – ჯანმომ ფსიქიატრიული საბჭო უნდა ჩამოაყალიბოს, სავარაუდოდ, ახალი ვირუსია?” – პოდოლიაკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია?,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

აქვე გამოქვეყნებულია ფოტოები, რომელიც ასახავს ომის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კვარტლებსა და დაშავებულ ადამიანებს.

პოდოლიაკის განცხადებით, ამ ფოტომტკიცებულებების მიუხედავად, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ურტყამენ.

„ჩვენ არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, მხოლოდ სამხედროებს“ – ირწმუნება ბატონი ლავროვი – რუსეთის ომის დანაშაულების გამართლების მინისტრი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ფსიქიატრიული საბჭო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებების შესაფასებლად. სავარაუდოდ ახალი ვირუსია? ფოტოებზე – „სამხედრო ობიექტებია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password