,,რა დავაშავე მე ბოლოს და ბოლოს? ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამ არის, რომ მეფესაც არ აქვს მისი ჩაბარების უფლება – ეს თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმაც” – ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი საკუთარი განცხადების გამო ატეხილ ამბავს ეხმაურება და დამატებით განმარტებას აკეთებს.

„რა დავაშავე მე ბოლოს და ბოლოს? მე ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამ არის, რომ მეფესაც არ აქვს მისი ჩაბარების უფლება. ეს მე ვთქვი? ლევან ბერძენიშვილმა? ეს თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმაც“,- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, მწერალმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე დღის წინ მეფე ერეკლე II მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და მის მიერ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებას მოღალატეობრივი უწოდა.

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის: “ომი გინდათ”? ერეკლემაც ეგ თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?” – განაცხადა მანამდე ბერძენიშვილმა.