ავარია ჯვრის მონასტრის გზაზე – დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.