23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 575 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 575 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 104 996 კვლევა ტესტით, მათ შორის 95 506 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 490 PCR ტესტით.