სიტუაცია ძალიან რთულია, ყოველდღიურად 60-100 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ბრძოლაში – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ფრონტზე ყოველდღიურად 60-100 უკრაინელი სამხედრო იღუპება, 500 კი იჭრება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სიტუაცია ძალიან რთულია, დღეში 60-100 ჯარისკაცი იღუპება ბრძოლაში და 500-მდე ადამიანი იჭრება ბრძოლაში. ასე ვინარჩუნებთ ჩვენს თავდაცვით ხაზებს“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ურთულესი ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში.