„გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას და სათვალთვალო რადარს გადასცემს” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.

მისი თქმით, უკრაინა მიიღებს სათვალთვალო რადარს, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის ჰაუბიცებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა.

„გერმანიის მთავრობამ ახლახან გადაწყვიტა, რომ უკრაინას მივაწოდოთ IRIS-T სისტემა, რაც ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემაა რაც გერმანიას აქვს. ამ სისტემების დახმარებით, უკრაინა დაიცავს მთელ დიდ ქალაქს რუსული საჰაერო თავდასხმებისგან.

ჩვენ ასევე მივაწოდებთ უკრაინას სათვალთვალო რადარს, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის ჰაუბიცებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა.

ეს ჩვენ მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უახლესი აღჭურვილობით უზრუნველყოფს,” – განაცხადა შოლცმა.