რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს – ერთი ხელით უკრაინული სურსათის ექსპორტს ბლოკავს და მეორე ხელით, ცდილობს, ბრალი უკრაინას დასდოს – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა, გაეროს ხელმძღვანელობით, პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, მუშაობს საერთაშორისო ოპერაციაზე, რომელიც უკრაინული სურსათის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს.

„რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს – ერთი ხელით უკრაინული სურსათის ექსპორტს ბლოკავს და მეორე ხელით, ცდილობს, ბრალი უკრაინას დასდოს.

უკრაინა მუშაობს გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო ოპერაციაზე პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სავაჭრო გზას, უსაფრთხოების რისკების გარეშე“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.