იაგო ხვიჩია – ევროპაში თუ სკეპტიკურები არიან განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს

უკრაინა თუ ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა? – თუ ეს არ გამოვა და ევროპაში ისევ სკეპტიკურები არიან განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რომელიც ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით,საქართველოს ამოცანაა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის ბედი ერთად იყოს ევროკავშირში იქნება თუ ევროკავშირის მიღმა.

„თუ ამ ხალხს არ მიიღებენ ევროკავშირში, მგონია, რომ უკრაინელებს არავისთან არაფერი სახვეწარი არ აქვთ, პირიქით, უკრაინას მთელი სამყარო უნდა ეხვეწებოდეს, რომ მათთან იყოს ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას. თუ ეს ევროკავშირში არ ესმით, ე.ი. იმ ღირებულებისთვის უღალატიათ, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ხედავს.