უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია და გადასვენებისთივს შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქში იბრძოდა.

უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, რატი შურღაია, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.