ირაკლი ზარქუა – კუბილიუსი და იუკნევიჩიენე არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები იყვნენ

წლების განმავლობაში რასაც დავაკვირდი, ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი რასა არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები. ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„არ ვიცი, ამას ფასიანი ლობისტობა ჰქვია თუ უბრალოდ ლობისტობა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. მგონია, რომ ისინი არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს. ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმ ევროპარლამენტარების პოზიცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავენ და არა კონკრეტული დამნაშავეების, როგორიც არის სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.