ყურადღება! ცვლილება ავტობუსების სამარშრუტო სქემაში

4 ივლისიდან, სადგურის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს.თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, № 37 ავტობუსი მთელი ღამის განმავლობაში 30-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე ტურისტებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე: 2 93 44 44

კომენტარის დატოვება