„ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას” – წულუკიანი ევროპარლამენტარებზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ორი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ​პირდაპირ და აგრესიულად ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

„ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ