,,ნინო ლომჯარია ამ ბოლო დროს ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა” – მამუკა მდინარაძე

,,ნინო ლომჯარია ამ ბოლო დროს ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა” – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

,,გამახსენეთ, რამდენჯერ მიმართა [ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტს] სხვა ადამიანებზე შეწყალების თხოვნით, რომლებიც ნაცმოძრაობას არ წარმოადგენდნენ? ხომ არ გახსენდებათ ასეთი საჯარო გამოსვლა? არ გახსენდებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ლომჯარია ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არა სახალხო დამცველი, არამედ ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა და ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია როგორც ჩანს. მეტი კომენტარი ამაზე არ შეიძლება” – აღნიშნავს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიამ დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, შეიწყალოს ნიკა გვარამია.