ოლაფ შოლცი: უკრაინას არავინ აწვდის იმ მოცულობის სამხედრო დახმარებას, როგორც გერმანია

ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს სამხედრო დახმარებას ყველაზე ინტენსიურად აწვდის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არსებობს წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ შოლცის ხელისუფლება ბოლო მომენტამდე იცდის, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერასა და იარაღის მიწოდებას ეხება, შოლცმა განაცხადა, რომ ეს ტყუილია და უკრაინას იმ მოცულობით შეიარაღებას არავინ აწვდის, როგორც გერმანია.

„ეს ის შემთხვევაა, როცა გერმანია უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო მხარდამჭერია. არავინ აწვდის იმ მოცულობით დახმარებას, როგორც გერმანია. რამდენიმეა [ქვეყანა], რომელიც ასევე ბევრს აკეთებს, ასეთია აშშ. მაგრამ გერმანია არის ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს ძალიან დიდი მასშტაბით იყენებს“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.