განადგურებულია 31 700-ზე მეტი ჯარისკაცი – რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში

9 ივნისის მდგომარეობით რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მაქსიმუმს მიაღწია, საერთო ჯამში განადგურებულია 31 050 რუსი სამხედრო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აგრესორმა ქვეყანამ სულ დაკარგა:

  •  1398 ტანკი
  • 3438 ჯავშანტექნიკა
  • 711 საარტილერიო სისტემა
  • 213 MLRS
  • 96 საჰაერო თავდაცვის სისტემა
  • 212 თვითმფრინავი
  • 178 ვერტმფრენი
  • 562 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი
  • 125 ფრთოსანი რაკეტა
  • 13 გემი
  • 2421 სატვირთო მანქანა
  • 53 სპეცტექნიკა

მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტის მიმართულებით განიცადა. უკრაინის გენშტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.