ევროპარლამენტმა ცივი წყალი გადაასხა „ქართულ ოცნებას“ – ნინო ბურჯანაძე

„ძალიან მძიმე შეფასებები“ – ასე ეხმაურება ნინო ბურჯანაძე ევროპარლამენტარების დებატებს საქართველოში არსებულ მედია გარემოსთან დაკავშირებით.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების გამოსვლამ ცივი წყალი გადაასხა „ქართულ ოცნებას”.

,,ევროპარლამენტარების გამოსვლამ, მე ვფიქრობ, რომ ცივი წყალი გადაასხა „ქართულ ოცნებას“. ერთი მხრივ ის, რომ იყო ძალიან მძიმე შეფასებები და მეორეს მხრივ, აი ის პროპაგანდა, რომ თურმე ძალიან ბევრი ნაცნობი გვარი ევროპარლამენტარების, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ, ჩვენი ლამის მტრები არიან და მოსყიდულები, აღმოჩნდა რომ ლაპარაკობენ იმას, რომ კი საქართველოში პრობლემებია, მაგრამ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.