სუბიექტურად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სულ რომ უმძიმესი შედეგები ჰქონდეს გათვლილი, აი, ამ პროცესებიდან ის მაინც არ დაუშვებს ომს, დესტაბილიზაციას, განვითარების შეჩერებას – მამუკა მდინარაძე

სუბიექტურად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სულ რომ უმძიმესი შედეგები ჰქონდეს გათვლილი, აი, ამ პროცესებიდან ის მაინც არ დაუშვებს ომს, დესტაბილიზაციას, განვითარების შეჩერებას და იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც დღეს ვაწარმოებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასე პრიმიტიულად ჩვენ ამ საკითხს არ ვუდგებით. ვისაც სჭირდება და შეუძლია სხვა დაარწმუნოს, რომ ახლა საერთო ინტერესია ომი და მეორე ფრონტი საქართველოში და საქართველოდან, ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ცდილობენ, რომ ეს გენერალური გეგმა და ხაზი მოვიდეს მოქმედებაში.

თუმცა, შემიძლია, ყველა დავარწმუნო, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს ხელისუფლებას, შესაძლოა ახლა სკანდალურად მონათლოთ, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი: მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და პარტია „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ, სუბიექტურად საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სულ რომ უმძიმესი შედეგები ჰქონდეს გათვლილი, აი, ამ პროცესებიდან ის მაინც არ დაუშვებს ომს, დესტაბილიზაციას, განვითარების შეჩერებას და იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც დღეს ვაწარმოებთ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს“, – განაცხადა მდინარაძემ.