რუსეთმა უკვე 32 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 31 900;
  • ტანკი – 1 409;
  • ჯავშანტექნიკა – 3 450;
  • საარტილერიო სისტემა – 712;
  • სარაკეტო სისტემა – 222;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97;
  • თვითმფრინავები – 212;
  • ვერტმფრენი – 178;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 572;
  • საკრუიზო რაკეტები – 125;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 438;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 54.