ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, თავდამსხმელი დაკავებულია

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკის“ აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა.

შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მძარცველი ბანკის თანამშრომლების დაშინებას იარაღით ცდილობდა და სალაროს გახსნას მოითხოვდა.