20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში, კობალიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაშავებული 20 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზეა იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია თავის არეში.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ძლიერი ქარის გამო კობალაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ნივთები ჩამოვარდა და 20 წლის მამაკაცს დაეცა, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაშავდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. პარალელურად მოკვლევა დაიწყო ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.