უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა – ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და ექსპორტი.

“საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ ზოგადად ყველა სხვა თვეებთან შედარებით. აღნიშნული რა თქმა უნდა განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი , ტურიზმი, ზოგადად ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო დღეს ასეთ ვითარებაში მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ ევროპაში, 14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და 4 თვეში 10,8% ზრდა”- აღნიშნავს ღარიბაშვილი.