ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე – ალექსეი არესტოვიჩი

ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველს ჰკითხეს, რას ეტყოდა ის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს რომ შეხვედროდა.

„ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შევძლებდით რუსების დამარცხებას და ჩვენი ქვეყნიდან განდევნას, მაგრამ გვჭირდება იარაღი“, – მიმართა არესტოვიჩმა გერმანიის კანცლერს.

არესტოვიჩმა განმარტა, რომ უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები, ჯავშანტრასპორტები და უპილოტო საფრენი აპარატები, მათ შორის 88 ერთეული leopard-ის ტიპის ტანკები და 50 ერთეული Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარი.

„ჩვენ საკმარისი რაოდენობა თუ გვექნება, ომს მოვიგებთ. როდესაც დასავლეთმა მოგვცა 120 ერთეული შორი მანძილის საარტილერიო დანადგარი, სიტუაცია ფრონტზე მაშინვე შეიცვალა. სამ დღეში რუსებმა დაკარგეს თავდასხმის სიჩქარე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password