რუმინეთის პრეზიდენტი – რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კონსტანცაში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განცხადებებთან დაკავშირებით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სახელმწიფოების ევროპულ ინტეგრაციას. რუმინეთის თვალსაზრისით, ამ სამმა ასპირანტმა უნდა მიიღოს სარგებელი ოპტიმალური სტრუქტურიდან რეფორმების განხორციელების პროცესისთვის და ერთიანი მიდგომისთვის, მათი დამსახურებისა და რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის შესაბამისად“, – განაცხადა იოჰანისმა.