მაკრონი: რაღაც მომენტში უკრაინის პრეზიდენტს და მის ოფიციალურ პირებს რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რეალობაა ის, რომ უკრაინასა და ევროპას რაღაც მომენტში რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევთ.

„უკრაინის პრეზიდენტს და მის ოფიციალურ პირებს რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევთ. კონფლიქტის ერთადერთი სასურველი დასასრული არის ან უკრაინის სამხედრო გამარჯვება, ან მოლაპარაკებები რაღაც მომენტში. ჩვენ, ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიქნებით, რაღაც ეტაპზე, ეს მოხდება“ , – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.