„კოვიდის აფეთქება ევროპაში დაიწყო, ზაფხულის სეზონის „ჩავარდნის“ ეშინიათ – საქართველოდან უნდა ისწავლონ, შეუცვალე სახელი და მორჩა” – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ევროპაში „ომიკრონის” შტამის აფეთქებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში გავრცელებული სეზონური ვირუსი სწორედ ომიკრონია.

მისივე თქმით, საქართველოში კოვიდის ახალი ტალღა უკვე 2022 წლის ივნისის დასაწყისში დაიწყო.

„კოვიდის „ომიკრონის” ვარიანტები (BA.4 და BA.5) არიან დომინანტები მთელ მსოფლიოში. ყველა სხვა ვარიანტები „ჩაბარდა ისტორიას“.

კოვიდის აფეთქება ევროპაში დაიწყო და ლიდერობს პორტუგალია. საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთში არც ისე „შორს“ არიან… საფრანგეთში გუშინ 30,000 ადამიანი დაინფიცირდა … საქართველოში კოვიდის ანუ, მეტსახელად ცნობილი „სეზონური ვირუსი“ მორიგი აფეთქება/ტალღა უკვე დაიწყო 2022 წლის ივნისის დასაწყისში…პორტუგალიაში ზაფხულის სეზონის „ჩავარდნის“ ეშინიათ… მათ საქართველოდან უნდა ისწავლონ. შეუცვალე სახელი და მორჩა… აი ხომ ხედავთ ევროპაზე უფრო „მაგრები” ვართ…“, – წერს ფხაკაძე.