არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს – მიხეილ სააკაშვილი

“არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე” გავრცელებულ წერილში აცხადებს.

როგორც იგი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსი დათქმების გრძელი სიით იქნება

“ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.

დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები,” – აცხადებს სააკაშვილი.