,,16 ივნისს აქცია რას ემსახურება, მე ვერ გავიგე – აქცია კი არა, ქუდზე კაცია, ეს რომ დაიძახო, მეფე მაინც უნდა იყო” – წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვერ იგებს, რას ემსახურება სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს აქციის დაანონსება.

„აქცია რას ემსახურება, მე ვერ გავიგე. მე არ წარმომიდგენია, რომ 2 დღეში წარმოუდგენელია აქციის ორგანიზება, აქცია რასაც ჰქვია. მაშინ ეს აქცია არ არის, ეს არის ქუდზე კაცი. ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ერეკლე მეფე თუ არ უნდა იყო, რანთა და კახთა მეფე ან ქართლის მეფე მაინც უნდა იყო, რომელიმე ეპოქის. ან რაღაც სხვა უნდა ხდებოდეს.

მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვის ნებისმიერი აქცია, მაგრამ დაუგეგმავი არის კონტრპროდუქტიული”. – თქვა წულუკიანმა იმედის ეთერში.

14 ივნისის ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდს მუშაობა „ცუდად” შეაფასა, ვინაიდან ვერ უზრუნველყვეს, რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი უარყოფით და სანქციების კონტექსტში არ ეხსენებინათ.