კარლ ჰარცელი 16 ივნისს აქციას შეუერთდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 16 ივნისს სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა, რომ 16 ივნისს ევროპის მოედანზე მივიდნენ და ასე გამოხატონ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სურვილი.

პრეზიდენტი მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას გეგმავს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს ევროპის მოედანზე აქცია დააანონსა.