როგორ გინდა ახლა ელისაშვილის გვერდზე დადგე აქციებზე?! უშიშროების აგენტი, საკუთარი ერის მკვლელი, თანამედროვე ბერბიჭაშვილი – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ აპირებს.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ არ დადგება იმ პარტიების გვერდით, რომლებმაც მისი პარტიის აკრძალვას მხარი დაუჭირეს.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ აკრიტიკებს და შეცდომას უწოდებს.

„ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა მიგვატოვეს, აწყობილი საქმე, რომელიც რეჟიმის ჩამოსაშლელად იყო გათვლილი, დაანგრიეს, თავზე დაგვამხეს – პარლამენტში შევიდნენ. სანქციებზე ხელი არ მოგვიწერა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და ახლა ამათ გვერდზე დავდგე აქციებზე?! როგორ გინდა ახლა ელისაშვილის გვერდზე დავდგე! უშიშროების აგენტი, საკუთარი ერის მკვლელი, თანამედროვე ბერბიჭაშვილი. აქციაზე როგორ უნდა დავდგე იმ პარტიებს გვერდზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს და ხმა მისცეს ჩემს გარიცხვას პარლამენტიდან და „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას?!“, – განაცხადა ნათელაშვილმა.