მაისში, რუსეთმა ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 20 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ 100 დღეში ენერგორესურსების ექსპორტით 98 მილიარდი

მაისში რუსეთის ფედერაციამ ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტით 20$ მილიარდი შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის უდიდეს საექსპორტო ბაზრად ისევ ევროკავშირი რჩება, სადაც საერთო მოცულობის 44.1%-ის ექსპორტი განხორციელდა; მეორე ადგილს 26.0%-ით ჩინეთი იკავებს; 11.7%-ით ინდოეთი; 3.9% – თურქეთი; ხოლო სხვა ქვეყნებზე ექსპორტის მოცულობის 13.0% მოდის.

აღსანიშნავია, რომ  უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ რუსული ენერგორესურსების იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა, მათ შორისაა: ჩინეთი, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რაც საერთო გლობალურ მოთხოვნას აბალანსებს.

ფინური კვლევითი ინსტიტუტის (CREA) ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველ 100 დღეში რუსეთმა ენერგორესურსების ექსპორტით 98$ მილიარდი მოცულობის შემოსავლის მიღება შეძლო.