საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინისათვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას

უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის, იტალიის, რუმინეთის და საფრანგეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინისათვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას.

„ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ამ სტატუსს დაერთვება საგზაო რუკა და ასევე გულისხმობს ვითარების გათვალისწინებას ბალკანეთსა და სამეზობლოში, კერძოდ მოლდოვაში“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.