გიორგი ვაშაძე: დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის – ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას

საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე. ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ „ქართულ ოცნებას”, ან ევროკავშირი და დასავლეთი, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან აცხადებს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოოდ კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის. ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს. ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ყველაფერი,” – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის დღეს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა.