სანდო რაქვიაშვილი – ძალიან ცუდი შედეგია, გამოჩნდა, რომ ჩვენმა მთავრობამ არაეფექტურად იმუშავა, ევროინტეგრაციის პერსპექტივა ბუნდოვანი ხდება

„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასებას ძალიან ცუდ შედეგად აფასებს. მისივე თქმით, ამით გამოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობამ არაეფექტურად იმუშავა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროინტეგრაციის პერსპექტივა ბუნდოვანი ხდება.

„ძალიან ცუდი შედეგია. გამოჩნდა, რომ ჩვენმა მთავრობამ ბევრი რამ არ გააკეთა, არაეფექტიანად იმუშავა. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი იყო, რომ კრიტიკულ მომენტში საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკოკინების ფერმას ხსნიდა ნაცვლად იმასა, რომ ევროპაში ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ამ შედეგამდე მივედით. ერთ-ერთი პირობა სრულიად შეუსრულებელია ჩვენს რეალობაში.

პოლარიზაციის დასრულება, რაც ნათქვამი იყო, ჯერ ახლოსაც კი არ ვართ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი გადავდგათ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღის გადმოსახედით, ევროინტეგრაციის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი ხდება. კიდევ ერთი კვირა დარჩა და შესაძლოა, გდაწყვეტილება შეიცვალოს, მაგრამ ცხადია, რომ სკეპტიციზმი ახლა ბევრად მეტია, ვიდრე ოდესმე. თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, რომ ევროინტეგრაციის შანსი ისევ ჰქონდეს და არ გაუჭირდეს ამ ეტაპზე, ველოდები, რომ მკაფიო ნაბიჯები იქნება სულ მცირე განცხადების დონეზე გადადგმული, რომელიც ამ პოლარიზაციის დასრულებისკენ თუ არა, შემცირებისკენ მაინც იქნება მიმართული.

ჩემი აზრით, როცა მთავრობა ასე ცუდად მუშაობს, უნდა გადადგეს. ჩვენს ისტორიაში იმდენი შემთხვევა იყო, როცა მთავრობა, მინისტრი უნდა გადადგეს და ამას არაფერი არ მოჰყვება, რომ ამის განსაკუთრებული იმედი არ მაქვს. თუმცა აღიარება, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ, ეს ამოცანა ვერ შევასრულეთ, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არ გამოგვივიდა – ამ პირობებში ძალიან ბუნებრივი იქნებოდა მთავრობის გადადგომა. ზოგადად, ხელისუფლების ცვლილება და რევოლუცია წინააღმდეგობაში მოვა იმ გზავნილთან, რომელიც ახლა მოვისმინეთ. იმედია, მთავრობა სათანადო დასკვნებს გააკეთებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password