საქართველომ, ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, დაკარგა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ საქართველომ, ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, დაკარგა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა.

„ველოდებოდი ევროკომისიის ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით. საქართველომ, ამჟამინდელი ხელისუფლების გამო, დაკარგა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობა. თუმცა მე მჯერა ქართველი ხალხის. ისინი იმსახურებენ ევროპულ ცხოვრებას,” – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მხარი არ დაუჭირა.