,,უკრაინას და მოლდოვას სტატუსს აძლევენ ავანსად: უკრაინა უმძიმეს ომშია და მძიმე მდგომარეობაშია მოლდოვაც – ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არ მოლდოვის, მინდა მივულოცო წარმატება” – ირაკლი ღარიბაშვილი

,,ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არ მოლდოვის, მინდა მივულოცო წარმატება” – ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის დასკვნას.

,,მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს, იმიტომ რომ ის არის ომში. ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება” – აღნიშნავს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.