საქართველოში განხორციელებული ყველა იმ პროვოკაციის ავტორი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, არის ელენე ხოშტარია – ირაკლი კობახიძე

ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და ხელს აძლევდა რუსეთს, იყო სწორედ ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როდესაც ყალბი ადამიანი გვეუბნება ჩვენ, რომ ის არის ყველაზე მთავარი ანტირუსი საქართველოში, მისთვის მიუღებელია ყოველივე რუსული და ა.შ. და ამ დროს რუსულ ფულს იღებს და ეს მისთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეს სიყალბე აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვებს, მითუმეტეს, რომ ყველა იმ პროვოკაციის ავტორი და სულისჩამდგმელი, რომელიც დღემდე განხორციელდა საქართველოში და ხელს აძლევდა რუსეთს, იყო სწორედ ელენე ხოშტარია“, – განაცხადა კობახიძემ.