„თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, ის მიიღებს კანდიდატის სტატუსს“ – სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, ის მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკიმ განაცხადა.

როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, რეკომენდაციაში არის კონკრეტული პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ მას. დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო შეასრულებს პირობებს ის მიიღებს სტატუსს“, – აცხადებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.