ერევანში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი რუსი მაიორი იპოვეს

ერევნის პოლიციის ინფორმაციით, ერევანში, სასტუმრო «Дружба»-ს ნომერში გარდაცვლილი რუსი მაიორი ვიქტორ ემელიანოვი იპოვეს, რომელიც სომხეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და აკონტროლებს პერიმეტრს. სასტუმროში მივიდა პოლიციის უფროსის მოადგილეც.

უფრო ადრე კი, ქალაქ გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედროები დანით მიყენებული ჭრილობებით ჰოსპიტალში მოათავსეს.

კომენტარის დატოვება