“მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არაა საინტერესო” – კობახიძე

მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არაა საინტერესო – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

“საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით დავწერე 78-ე მუხლი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. სანამ ვიღაცები რაღაცებს საუბრობენ და უაზრო ფურცლებს აფრიალებენ, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას, ჩვენ ჩავწერეთ და ამას მხარის არ დაუჭირა ზუსტად იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული ძალა ქვეყანაში და იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა.

ყველამ კარგად შეინახოს თავისი ფურცლები ჩვენ გვაქვს ერთი ფურცელი, ესაა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირში ნატოში ინტეგრაცია ჩვენი მიზანი და ამოცანა .მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არაა საინტერესო.” – აღნიშნავს კობახიძე.