,,სირცხვილიას” დაანონსებულ აქციაზე, რომელიც ,,ქართულ ოცნებას” დედას აგინებს, მივიდნენ ,,ოცნების” მხარდამჭერები?! ეს ხომ არარეალურია, აბსურდია – ამ ტყუილს არავინ აღარ შეჭამს – ალექსანდრე კობაიძე

,,სირცხვილიას” დაანონსებულ აქციაზე, რომელიც ,,ქართულ ოცნებას” დედას აგინებს, მიდიან ,,ოცნების” მხარდამჭერები?! ეს ხომ არარეალურია, აბსურდია – ამ ტყუილს არავინ აღარ შეჭამს – ამის შესახებ, პარტია ,,პროგრესული საქართველოს” დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადებებით ,,ქართული ოცნების” წევრებმა თავი გაიმართლეს.

,,გუშინ კახი კალაძე და ,,ქართული ოცნების” სხვა წევრები იძახდნენ, რომ ხალხო არ მიხვიდეთ აქციაზე, ვინაიდან ,,ნაციონალური მოძრაობის” დაორგანიზებული აქციაა. ამის ფონზე აქციაზე ხალხი მაინც მივიდა. დღეს კი უკვე გადაწყვიტეს, რომ მოეფიქრებინათ რაღაც, რითიც გაამართლებდნენ აქციაზე ხალხის მისვლას.  თურმე ,,სირცხვილიას”, რომელსაც ,,ქართული ოცნების” წევრები უწოდებენ ,,ნაციონალური მოძრაობის” განშტოებას,   დაანონსებულ აქციაზე ყოფილან ამავე პარტიის მხარდამჭერები. ესეიგი გამოდის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე დადიან ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები. ანუ, ,,სირცხვილიას”, რომელიც აკრიტიკებს და დედას აგინებს ,,ქართულ ოცნებას” აქციაზე დადიან ,,ოცნების” მხარდამჭერები? ეს ხომ აბსურდია, არარეალურია.

სულ მახსენდება ხოლმე ნოდარ დუმბაძის სიტყვები, ,,კაცს, რომ ნამუსის ძაფი გაუწყდება, მერე მისთვის ყველაფერი ადვილია”. დღევანდელ პოლიტიკოსებს გაწყვეტილი აქვთ ნამუსის ძაფი, მათთვის ყველაფერი ადვილია, გააკეთებენ ყველანაირ განცხადებას ოღონდ ხალხს რაღაც დააჯერონ. იმედი მაქვს, რომ ხალხი ამ ყველაფერს ასე მარტივად არ დაიჯერებს. ამ ტყულს არავინ აღარ შეჭამს” – აღნიშნავს კობაიძე.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია სახელწოდებით ,,შინ ევროპისკენ”, გაიმართა.