მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან – პრაისი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შტატები მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან.

მისივე თქმით, გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავდნენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის, უფრო მჭიდრო სიახლოვის სურვილს. შეერთებულმა შტატებმა იმუშავა ამ სამივე ქვეყანასთან, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის განვითარებაში, ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში, და ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას მომავალშიც”, – თქვა ნედ პრაისმა.