საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, უცხოური წარმოების უაქციზო ალკოჰოლურ სასმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 7 869 ლარის ღირებულების უაქციზო სასმელი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password