“ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობა უბრალოდ გამორიცხულია” – მიხეილ სარჯველაძე

“მე არ მგონია, მიზეზი ჰქონდეს ვინმეს სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. უბრალოდ, ეს გამორიცხულია”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“ეს არის მცდარი მოსაზრება იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ვსაუბრობთ ოლიგარქიაზე, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელი კომპონენტია არა მხოლოდ სიმდიდრე, არამედ ის, რომ ხელისუფლების გამოყენება ხდება ოლიგარქიული მიზნებით. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი ჰქონდეს ვინმეს სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. უბრალოდ, ეს გამორიცხულია”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოსგან ითხოვს, დეოლიგარქიზაცია მოახდინოს.