“რა ევროკავშირზეა ლაპარაკი? აზიაც მეტია ჩვენთვის” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ “დიდი ხნის წინ მომზადებული სპექტაკლი” უწოდა 20 ივნისს ჩატარებულ აქციას.

“ვინ არის ევროპარლამენტარი? ჩემნაირი ადამიანია. ჩვენ სანამ იმას არ შევეჩვევით, რომ კონსტრუქციულად, ვიღაც, რომელიც შენს მთავრობას, ხელისუფლებას და შენს ქვეყანას ძირს უთხრის და არასწორი გზისკენ გითითებს, და იმას ჩვენ არ გავაკრიტიკებთ და არ გვექნება პასუხი, რა ევროკავშირზეა ლაპარაკი? აზიაც მეტია ჩვენთვის რა.

დამიჯერეთ, იქ ძალიან ბევრი იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაგრამ ეს არ ვიცი, ვისაც აქვს ანალიზის უნარი, უნდა გააანალიზოს. ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რომელიც დიდი ხანია მზადდება”, – თქვა დავით რაზმაძემ.