,,სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დიდი ნაწილი დადიოდა ევროკავშირში, ევროპარლამენტში და მავნებლურად, მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა, ყველას ვუთხრა, ეს ადამიანები, ვინც აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი დადიოდა ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ყველგან, ამას ჩვენ პირდაპირ ევროპელი მეგობრები გვიყვებიან, მავნებლურად და მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მას მიმართა, რომ იტყუებოდა.

ამასთან, პრემიერიმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც ის ამბობს, არის სიმართლე.

„ავხსნი რატომ არ არის ტყუილი, ტყუილია ყველა თქვენი სიტყვა, რასაც თქვენ ელაპარაკებით თქვენს მოქალაქეებს, მე ველაპარაკები სიმართლეს. ევროპის სახალხო პარტია, ე.წ. იპიპის პარტია, არის თქვენი მთავარი პარტნიორი პარტია. ევროპის სახალხო პარტიამ მათი რეკომენდაციებით მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი, პირდაპირ ჩაწერეს, ეს იყო პირდაპირი მხილება და მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს არ სურდათ, საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციას ვუზიარებ ჩვენ მოქალაქეებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password