2008 წლის ომი ტრაგედია იყო, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენის დროს აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წევრები 2008 წლის დროს ქვეყნიდან გარბოდნენ.

ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს ომი ტრაგედია, უბედურება იყო და სირცხვილი ვნახეთ.

“2012 წლამდე, ომის შემდეგ ანუ, ომი როგორც კი დასრულდა, რამდენიმე თვეში, ჯერ საერთოდ ომი ტრაგედია იყო, უბედურება იყო, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ, ამათი მიწაზე მოფორთხიალე მთავარსარდალი ეგრეთ წოდებული და გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები, ქვეყნიდან გარბოდნენ. ქვეყნიდან გარბოდით თქვენ! თქვენ! ვინ ომობდა?! ჯარი ომობდა, პოლიცია ომობდა”, – თქვა ღარიბაშვილმა.